◎ იურისტების მორიგი წარმატება

06 მაი/2016

3039

➤ დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტებმა, პროექტ "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში, მორიგი სარჩელი მოიგეს, სამოქალაქო საქმეზე, მოქალაქე ჯუნა ნათენაძე Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე-ს წინააღმდეგ.
➤ ახალციხის ციხემ, ყოფილი თანამშრომელი, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 2015 წლის 31 იანვარს გაანთავისუფლა, საფუძვლად კი შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტი დაუდო.
➤ განთავისუფლებულმა თანამშრომელმა იურიდიული დახმარებისთვის, დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტებს იოსებ ხითარიშვილს და ეკატერინა აბაშიძეს მიმართა, რომელთა დახმარებით დამსაქმებელს ახალციხის რაიონულ სასამართლოში უჩივლა.
➤ 2016 წლის 18 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ სრულიად დააკმაყოფილა #UDM-ის ადვოკატების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 12 ივნისს კანონში შესული ცვლილებების გამო (რომლის მიხედვითაც თუ 5 წელზე ნაკლები ვადით არის შრომითი ხელშეკრულება რამდენჯერმე დადებული, ის უვადოდ ითვლება. ასევე, თუ ამ კანონის ძალაში შესვლიდან გასულია ორი წელი და შრომითი ხელშეკრულება თანმიმდევრობით ისევ რამდენჯერმე დაიდო, ის უვადოდ მიიჩნევა.) ახალციხის ციხეს, ჯუნა ნათენაძეს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამსახურში აღდგენა და გათავისუფლების დღიდან განაცდური საათების, ასევე ყოველ გაცდენილ დღეზე ხელფასის 0.07% პროცენტის ანაზღაურება დააკისრა.
➤ პროექტს ახორციელებს დემოკრატ მესხთა კავშირი,#ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (National Endowment for Democracy ) ფინანსური მხარდაჭერით.

                                                                                                     დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM 

©️ 2016