➲ ახალი პროექტის პრეზენტაცია

12 მაი/2016

3219

➤ 16 მარტს, ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა (GDI) და დემოკრატ მესხთა კავშირის (UDM) ერთობლივი პროექტის "უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, მედია საშუაებების და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➤ პროექტის მიზანს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად როგორიც არის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რელიგიის თავისუფლების დარღვევის დროს არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირება, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, რელიგიური კონფლიქტების დროს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა, ქართული ენის არცოდნით გამოწვეული ბარიერები და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე. 

 

➠ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM 

❖ ©️ 2016