➲ განათლების კლუბის სამუშაო შეხვედრა არაფორმალურ გარემოში

29 ივნ/2016

900

 PITA ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული, განათლების კლუბის წევრების ინიციატივით, 25 ივნისს,ბორჯომის ხეობაში, კლუბის წევრთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 შეხვედრის მიზანს კლუბების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, სამომავლო გეგმის შემუშავება და კლუბის საქმიანობის შესახებ ახალი წევრების ინფორმირებულობა წარმოადგენდა. 
 აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ ახალგაზრდებმა მათთვის უჩვეული, არა ფორმალური გარემო შეარჩიეს.
 სამოქმედო გეგმის შემუშავების გარდა, მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა რამდენიმე საგანმანათლებლო აქტივობა შეასრულეს და ერთმანეთს, წაკითხული წიგნების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს.
 ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა აქტიურად დაიწყო მსგავსი, სხვადასხვა მიმართულების მქონე, კლუბების გააქტიურება, რაც პროგრამის მონაწილეებს მეტ თავისუფლებას და დამოუკიდებელი გადაწყვეტის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
 გარდა ამისა არა ფორმალური გარემო ხელს უწყობს, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ახალგაზრების დაახლოებას და ინტეგრაციას.
 განათლების კლუბის შეხვედრის ინიციატორები ამჯერად PITA ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრები გვანცა ჩინჩალაძე და ნანუკა მიქელაძე იყვნენ.
┇ღონისძიება ორგანიზებულ იქნა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა #PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია #UNAG, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს #USAID ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი.





                                                                                                                        ❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

WWW.UDM.ORG.GE

❖ ©️ 2016