➡ გამჭვირვალობის დეკლარაცია

30 ნოე/2016

3215

9 სექტემბერს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, 18 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებპორტალზე WWW.CSO.GE , რომლის პრეზენტაციაც დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ გაიმართა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
➡ წყარო: cso.ge
➡ Civil Development Agency (CiDA)
➡ EWMI Access
➡ USAID/Georgia
❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM
❖ ©️ 2016