UDM-ი 2016 წლის ტოლერანტობის ქომაგი ორგანიზაციაა

30 ნოე/2016

440

2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით, დემოკრატ მესხთა კავშირი "ტოლერანტობის ქომაგ" ორგანიზაციად დასახელდა. სულ საბჭოს გადაწყვეტილებით, დემოკრატ მესხთა კავშირთან ერთად დაჯილდოვდა, ტოლერანტობის ქომაგი მედიასაშუალება, პიროვნება და საჯარო მოხელე. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ორგანიზებით გაიმართა. დემოკრატ მესხათა კავშირი, მადლობას უხდის ცენტრის თითოეულ წევრს, ღონისძიების ორგანიზატორებს, აღნიშნული ჯილდოსთვის, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ხელს ვუწყობთ, რეგიონში ძლიერი, ტოლერანტული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ფოტო-მასალის ავტორი: UN Association of Georgia - UNAG & Ombudsman

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

❖ ©️ 2016