რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია/ახალციხეში

29 მარ/2018

2561

2017 წლის 15 დეკემბერს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის, რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას, რეგიონში მოქმედი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
რეგიონალური ჰაბი, შეიქმნა პროექტ "„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში, რომლის მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. 
რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საქართველოს 10 რეგიონში შეირჩა რეგიონული „ჰაბები“, სამცხე-ჯავახეთში ჰაბ-ორგანიზაციად, დემოკრატ მესხთა კავშირი შეირჩა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

Photo Gallery

დემოკრატ მესხთა კავშირი/Union of Democrat Meskhs,UDM
©2⃣0⃣1⃣7⃣