პირველი მოხალისე ბულგარეთში

04 ოქტ/2018

2494

rasmus+"-ის ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) პროექტის, “ახალგაზრდები და კულტურული მემკვიდრეობა”-ს ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირმა, ბულგარეთში, პირველი მოხალისე გააგზავნა.
ანასტასია იოსელიანი, ბულგარეთში 30 ივნისს გაემგზავრა და 30 ნოემბრამდე შეასრულებს, მოხალისეობრივ საქმიანობას, ორგანიზაცია ,,Narodno Chitaliste Oswobojdenie-1884“-ში

  • პროექტ “ახალგაზრდები და კულტურული მემკვიდრეობა”-ს ახორციელებს მასპინძელი ორგანიზაცია ,,Narodno Chitaliste Oswobojdenie-1884“, "ერასმუს+"-ის ფარგლებში, დემოკრატ მესხთა კავშირი კი მასში, როგორც მოხალისის გამგზავნი ორგანიზაციაა ჩართული.
  • ევროპის მოხალისეობრივი სერვისი (EVS) არის ერასმუს + -ის, ევრო კავშირის პროგრამის - ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების მობილობას საერთაშორისო აქტივობების საშუალებით და არაფორმალური განათლებით, როგორიცაა ახალგაზრდული გაცვლები, მოხალისეობრივი სერვისები, ახალგაზრდული ინიციატივები და ტრენინგები ახალგაზრდული მუშაკებისათის.
  • EVS -o სთავაზობს ახალგაზრდებს შესაძლებლობას შეასრულონ მოხალისეობრივი საქმიანობა სხვა ქვეყანაში 12 თვემდე ვადით. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, კულტურული, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული და სპორტი.
  • დემოკრატ მესხთა კავშირმა, ევროპის მოხალისეობრივი სერვისის აკრედიტაცია, 2017 წლიდან მიიღოდა მას შეუძლია იყოს, როგორც მიმღები ისე, გამგზავნი ორგანიზაცია
    ფოტოები გადაღებულია: ,,Narodno Chitaliste Oswobojdenie-1884“-ის მიერ

დემოკრატ მესხთა კავშირი/Union of Democrat Meskhs,UDM
 ახალციხე, © 2⃣0⃣1⃣8⃣