⏭ შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

19 აგვ/2019

2298

 საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, სამცხე-ჯავახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათნახევარი გაგრძელდა, რა დროსაც, ელჩი ჰარცელი, დეტალურად გაეცნო, რეგიონში არსებულ პრობლემებს, გამოწვევებს და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის კუთხით არსებულ მდგომარეობას
  შეხვედრა გაიმართა, დემოკრატ მესხთა კავშირის, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ორგანიზებით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ს ფარგლებში.
   პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი

 

დემოკრატ მესხთა კავშრი

© 2019