სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი

29 აგვ/2019

2845

⏯ 18 ივნისს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა

მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ სასაუბროდ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმზე მოწვეული იყვნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა და ახალგაზრდა მწერალი თათული ღვინიანიძე

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ოცი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუშაობენ

გარდა ამისა, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკი“ შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

⏯ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი 

ფოტოები

 

 

 დემოკრატ მესხთა კავშრი

 © 2019