გაეროს მოდელირება-UDM-ში

30 ივლ/2014

3329

სირიაში მიმდინარე საქმოქალაქო კრიზისთან დაკავშირებით UDM-ში, გაეროს მოდელირებული სხდომა გაიმართა.
გაეროს მოდელირება მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული თამაშია. საქართველოში გაეროს მოდელირება და სხვადასხვა მსგავსი სიმულაციური თამაშები 1996 წლიდან გაეროს ასოციაციის მიერ ტარდება და ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებას წარმოადგენს. გაეროს მოდელირებები რეგულარულად ტარდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის, ისევე როგორც ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენელთათვის.

გაეროს მოდელირების ორგანიზატორთა მიერ სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მონაწილეები პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ მრავალმხრივ დიპლომატიას და ამავე დროს გაერთონ.

გაეროს მოდელირების სესიები მოიცავს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის, და ეკონომიკური და სოციალური კომიტეტების სიმულაციას, რომლის პროცესშიც დელეგატებს შეუძლიათ თავი გამოსცადონ როგორც დიპლომატებმა, ორატორებმა, აწარმოონ მოლაპარაკებები, და გამოვიდნენ სიტყვით.
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014