➲ შეხვედრა ბორჯომის ტელევიზიაში

04 ივლ/2016

3301

 PITA ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისგან დაკომპლექტებული მედია კლუბის, ასევე სამართლის კლუბის წევრები, ტელეკომპანია ბორჯომს ესტუმრნენ.
 ვიზიტის ფარგლებში კლუბის წევრები, ტელეკომპანიის ბაზაზე არსებულ ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრის წევრებს შეხვდნენ, გააცვნეს პროგრამა PITA-ს ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, გარდა ამისა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ თავადაც გაცნობოდნენ ბორჯომის ცენტრის საქმიანობას.
 ვიზიტის დასასრულს პროგრამის მონაწილეებმა ტელეკომპანია "ბორჯომი" დაათვალიერეს.

➡ ტელევიზიაში სტუმრობის შემდეგ სამართლის და ჟურნალისტთა კლუბის წევრების, ლილი და თორნიკე ზაზაძეების ინიციატივით, ბორჯომში, არაფორმალურ გარემოში, აღნიშნული კლუბების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ორივე კლუბის სამომავლო გემგებს, დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვები და ინიციატივები.
 შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთმანეთთან დაახლოების და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების მიზნით მონაწილეები ბორჯომის ცენტრალურ პარკს ესტუმრნენ.

 

➤ UN Association of Georgia - UNAG
➤ სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
➤ USAID/Georgia
➤ Pita-ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM
❖ ©️ 2016