⏩ ტრენერთა ტრენინგი

07 აგვ/2017

3242

საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, დემოკრატ მესხთა კავშირში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მიზანს, ახალგაზრდებისათვის ფასილიტაციის ინსტრუმენტებისა და ტრენინგის დაგეგმვის ტექნიკების გაცნობა, ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებისთვის საჭირო ცოდნის შეძენა და გუნდში კონფლიქტის მართვის საჭირო ბაზისური უნარების განვითარება წარმოადგენდა. ტრენინგი დაიგეგმა, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

© 2017