დემოკრატ მესხთა კავშირმა, ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებში გამგზავნი და მიმღები ორგანიზაციის სტატუსი მიიღო

03 აპრ/2018

382

2017 წლის 31 ივლისს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის გადაწყვეტილებით, რომელიც შეეხება ევროპის მოხალისეობრივი სერვისის აკრედიტაციას, დემოკრატ მესხთა კავშირმა მიიღო მიმღები და გამგზავნი ორგანიზაციის სტატუსი ევროპის მოხალისეობრივი სერვისის, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.

EVS-ის აკრედიტაცია ორგანიზაციას საშუალებას აძლევს ჩართული იყოს ევროპის მოხალისეობრივ სერვისში 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

ევროპის მოხალისეობრივი სერვისი (EVS) არის ერასმუს + -ის, ევრო კავშირის პროგრამის - ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების მობილობას საერთაშორისო აქტივობების საშუალებით და არაფორმალური განათლებით, როგორიცაა ხალგაზრდული გაცვლები, მოხალისეობრივი სერვისები, ახალგაზრდული ინიციატივები და ტრენინგები ახალგაზრდული მუშაკებისათის.

⏭  EVS -o სთავაზობს ახალგაზრდებს შესაძლებლობას შეასრულონ მოხალისეობრივი საქმიანობა სხვა ქვეყანაში 12 თვემდე ვადით. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, კულტურული, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული და სპორტი.

⏭  EVS  უზრუნველყოფს მოხალისის ხარჯების დაფარვას (საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტირება, ჯიბის ფული). EVS ის პროგრამა არის 18 - იდან 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის.

მოხალისეობრივი სერვისი:

  • უნდა განხორციელდეს სხვა ქვეყანაში, ჰქონდეს არაკომერციული მიზნები, იყოს არაანაზღაურებადი და არ უნდა გულისხმობდეს მიმღებ ორგანიზაციაში არსებული სამუშაო ადგილის ჩანაცვლებას
  • უნდა გრძელდებოდეს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (ორიდან თორმეტ თვემდე)
  • დაგეგმილი და განხორციელებული უნდა იყოს მოხალისის, მიმღები და გამგზავნი ორგანიზაციების პარტნიორული თანამშრომლობით EVS - ის პროექტები შესაძლებელია, რომ განხორციელდეს როგორც პროგრამულ, ისე პარტნიორ ქვეყნებში.

 

  • EVS - ის პროექტის მონაწილეები იღებენ  Youthpass  სერთიფიკატს, როელიც არის  Erasmus+: Youth in Action -ის მხარდაჭერილი პროექტების აღიარების ინსტრუმენტი.

 

დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM)

ახალციხე

© 2018