უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას
2013 - 2014 წელს საზოგადოებრივმა ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირმა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი "უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" .
პროექტი ხორციელდებოდა რეგიონის სამ: ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში და მის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომიბის გაზრდა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.