საჯარო ლექცია ფარავნის ტბაზე
Twining-ის პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე, მდებარე ფარავნის ტბაზე საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციაზე მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ფარავნის ტბაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფლორის და ფაუნის შესახებ.
პროგრამა დაიგეგმა პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia US Embassy Tbilisi, Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების ბოლოს მოეწყო ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრი
ფოტომასალა იხილეთ ჩვენს facebook გვერდზე
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014