ესეების კონკურსის დასკვნითი ეტაპი/დაჯილდოვება
დემოკრატ მესხთა კავშირის, საკონფერენციო დარბაზში, ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა, ესეების კონკურსი, თავისუფალ თემაზე, საგრანტო ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა და მასში მონაწილეობა 14 ახალგაზრდამ მიიღო.
ესეების კონკურსის ორი გამარჯვებული, წინასწარ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, ხოლო მესამე გამარჯვებული, ჩვენს facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებების საშუალებით გამოვლინდა.
ესეების კონკურსში გაიმარჯვა:
საბა ჩინჩალაძემ ( Саба ) თემით: რწმენა- იარაღი თუ მოდა?!
გვანცა იაძემ თემით: აფხაზეთი ჩემი ტკივილი
თორნიკე მღებრიშვილმა ( თორნიკე მღებრიშვილი ) თემით: თავისუფლება მრავალფეროვნებაში
საგრანტო ღონისძიება, პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UN Association of Georgia ) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირია.
დაჯილდოვების ბოლოს, კონკურსში მონაწილეებს და გამარჯვებულებს, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014