მიმდინარეობს კონკურსი თემაზე: გენდერული თანასწორობა

20 ოქტ/2014

4052

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი მორიგ კონკურსს აცხადებს თემაზე: გენდერული თანასწორობა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-24 წლამდე ახალგაზრდებს

კონკურსის პირობების თანახმად მონაწილეებს შეუძლიათ, მისთვის მოსახერხებელი ფორმით (ფოტოებით ან ესეებით) გადმოსცენ საკუთარი აზრი (ხედვა) გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.

  • ფოტო სურათი შეგიძლიათ გადაიღოთ როგორც ფოტო-აპარატით, ასევე თქვენი მობილური ტელეფონით, გთხოვთ ფოტო სურათს თან დაურთოთ მისი მცირე აღწერა (ფოტო, რომლის გარჩევაც ვერ მოხერხდება, ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას),
  • ესეების კონკურსში მონაწილეებს შეგიძლიათ თქვენი ესე გადმოაგზავნოთ როგორც ელექტრონული ისე ნაწერი ფორმით. 
  • ესე არ უნდა აღემატებოდეს 3 თაბახის ფურცელს.

საბოლოო ჯამში წინასწარ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლინდება 2 გამარჯვებული ფოტო სურათი და 2 გამარჯვებული ესე,

ხოლო თითო თითო გამარჯვებულს (სულ 2-ს) გამოავლენს ჩვენი Facebook გვერდის მომხმარებელი.

 შენიშვნა: კონკურსის მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს როგორც ესე, ისე ფოტო-სურათი, ან ერთ-ერთი მათგანი.

საკონტაქტო ინფორმაცია

შეკითხვების, ფოტო სურათის და ესეს გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენს facebook გვერდზე (პირადი შეტყობინების სახით) ან მოგვაწოდოთ ჩვენს

მისამართზე ახალციხე რუსთაველის 26. 

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 790 24 24 95 ან 0365 22 12 23