პროექტ „შენ გაქვს უფლება იცოდე“-ს მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

24 ოქტ/2014

3276

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი,  პროექტ „შენ გაქვს უფლება იცოდე“ მონაწილეობისათვის იწვევს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-25 წლმადე, აქტიურ, მოტივირებულ ახალგაზრდებს.

პროექტის მიზანს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების და მასში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება წარმოადგენს.

პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთის სამ (ახალციხის,ახალქალაქის და ნინოწმინდის) მუნიციპალიტეტში.

დაინტერესებული პირები მობრძანდით ჩვენს ოფისში ( ახალციხე, რუსთაველის 26, ახალქალაქი ტერიანის 25) და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2014 წლის 4 ნოემბერი.

დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩვენს facebook გვერდზე, ან დაგვიკაშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 790 24 24 95 ან  0365 22 12 23

პროექტს აფინანსებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლებისცენტრი)

გისურვებთ წარმატებას!

დემოკრატმესხთაკავშირი, UDM © 2014