მზადება დებატებისთვის

27 ოქტ/2014

3262

დემოკრატ მესხთა კავშირი ინდივიდუალური პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, დებატებისთვის ემზადება. 
22 ოქტომბერს დებატებში მონაწილეთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს კარლ პოპერის დებატების სტილი რომლითაც ჩატარდება აღნიშნული დებატები ჯგუფებს შორის.
დებატები ორ ეტაპად ჩატარდება და პირველ ეტაპზე მასში მონაწილე 6 ჯგუფიდან ფინალში მხოლოდ ორი გადავა, ნახევარ ფინალის მთავარი თემა გარემოს დაცვა (ეკოლოგია) იქნება.
პირველი სადებატო შეხვედრა ოთხშაბათს 29 ოქტომბერს გაიმართება.
პროგრამა დაიგეგმა პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, მისი პარტნიორი ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014