საფინალო დებატები დემოკრატ მესხთა კავშირში

03 ნოე/2014

3188

რეზოლუცია "ოჯახურ ძალადობაში სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია"

31 ოქტომბერს დემოკრატ მესხთა კავშირში კარლ პოპერის დედაბეტის ფორმატით ცხარე საფინალო დებატები წარიმართა თემაზე: "ოჯახურ ძალადობაში სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია"
მტკიცებითი და უარყოფითი ჯგუფების თანაბარი "დაპირისპირების" მიუხედავათ, დებატების ფორმატიდან გამომდინარე მიღებული შედეგებით, ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული მტკიცებითი ჯგუფის წევრები გახდნენ.
დემოკრატ მესხთა კავშირი ულოცავს ორივე ჯგუფის წევრებს გამარჯვებას, რადგან მივიჩნევთ რომ მასში ჩართვა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ღია საჯარო დებატებში მონაწილეობა უკვე ნიშნავს დიდ გამარჯვებას.
დებატები წარიმართა პროექტ "ნდობის მშენებლობა სამხრეთ საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია ( UN Association of Georgia ), პროექტის პარტნიორი ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.

ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014