ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლები ახალციხეში
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით 14 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფონდის პროგრამებზე და პროექტებზე, ასევე საგრანტო პოლიტიკაზე და პრიორიტეტებზე, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფორმებზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერები ზაალ ანჯაფარიძე და ვახტანგ კობალაძე.
Eurasia Partnership Foundation, Georgia