ნინოწმინდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობა

04 დეკ/2014

3145

20 ნოემბერს პროექტ "შენ გაქვს უფლება იცოდე"-ს ფარგლებში, ნინოწმინდის ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარდა თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ტრენინგს უძღვებოდა ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართვლობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი საქართველოდან დავით ლოსაბერიძე.
პროექტს აფინანსებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
პროექტს სამცხე-ჯავახეთის სამ (ახალციხის,ახალქალაქის და ნინოწმინდის) მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი ახორციელებს.
მომდევნო ტრენინგი ამჯერად დეკემბერში გაიმართება.
მსგავსი ტრენინგები ჩატარდა 18 ნოემბერს ახალციხეში, ხოლო 19-ში ახალქალაქში ( ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე) 
პროექტის პარტნიორი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "ფაროსია"

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014