კიდევ ერთი განსხვავებული დღე

04 დეკ/2014

3199

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემოკრატ მესხთა კავშირის, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ახალციხის N7 საჯარო სკოლა -ს ესტუმრნენ და მის მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთი განსხვავებული დღე გაატარეს, მსგავსი ღონისძიებებით დემოკრატ მესხთა კავშირი არა ერთხელ სტუმრობს მე-7 სკოლას.
ღონისძიების მსვლელობისას სკოლის მოსწავლეებმა და ცენტრის წევრებმა ერთობლივად არაერთი გონივრული (სახალისო) სავარჯიშოები, ცეკვები, ლექსები და სიმღერები შეასრულეს, ღონისძიების მიწურულს კი სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
ბავშვთა საერთაშორისო დღე 1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველი წლის 20 ნოემბერს აღინიშნება, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე. აქვე აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ.
„ბავშვის უფლებების კონვენცია“ ასახავს ყველა იმ უფლებასა და თავისუფლებას, რომლითაც უნდა სარგებლობდეს ნებისმიერი ბავშვი გამონაკლისის გარეშე. კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, აღიარებენ რომ „ყოველი ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი თუ სოციალური განვითარებისათვის“. ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ „უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებას და ჯანსაღ განვითარებას“.
ღონისძიება დაიგეგმა პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014