წინასაახალწლო დაჯილდოვება
2014 წლის 26 დეკემბერს დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში, ესეების,ფოტო კონკურისისა და დებატების მონაწილეები დააჯილდოვეს.
ესეების და ფოტო კონკურსი თემაზე "გენდერული თანასწორობა" 19-26 ოქტომბერს მიმდინარეობდა სულ გამოვლინდა 6 გამარჯვებული (სამი ფოტო და სამი ესეების).
სამი მათგანი გვერდზე დაფიქსირებული ლაიქებით გამოვლინდა სამი კი წინასწარ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა შერჩეული.
ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
* ლიკა კირთაძე
* ნინი ჩინჩალაძე
* ნათია მეტრეველი
ფოტო კონკურსში გამარჯვებულები არიან:
* ასია ვანციან
* თაკო მამუკაშვილი
* ალექსანდრე ბერიძე
გარდა ამისა დაჯილდოვდნენ დებატების გამარჯვებული მონაწილეები, თუმცა ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდნენ მასში მონაწილე თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი.
დებატები 29 და 31 ოქტომბერს ორ ეტაპად გაიმართა, თემაზე "ჰიდროელექტრო სადგურების აშენება დასაშვებია" და "ოჯახურ ძალადობაში სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია".
დებატებში გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:
* გიორგი ლაბარტყავა
* სალომე გოგოლაური
* ლაშა ბირჩაძე
ღონისძიება დაიგეგმა პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში და ასევე პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, რომელთაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia პროექტის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
USAID/Georgia
ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე: www.facebook.com/UDMGeorgia