საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ტრენინგი UDM-ში

17 თებ/2015

3266

2015 წლის 24 იანვარს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative-ს ორგანიზებით, დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე: გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები - ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა, ტრენინგის მიზანს ახალგაზრდებში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
ტრენინგები გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.
ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები ბესარიონ ბოხაშვილი და გიორგი მშვენიერაძე.
ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებსა და რეგულაციებზე. გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს საფრანგეთში „Charlie Hebdos” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. 
ტრენინგის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განხილულ იქნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტული მაგალითები და მათი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან.

ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე: www.facebook.com/UDMGeorgia 
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2015