პროექტი ,,მაკულიტერატურა

03 აგვ/2015

3122

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი აქტიურად ჩაერთო ”პალიტრა მედიის” პროექტ ”მაკულიტერატურა”-ში და ორგანიზებას უწევს ძველი წიგნების, თაბახის ფურცლების, ჟურნალ-გაზეთების თავმოყრას, აღნიშნული ინიციატივით ორგანიზაცია უკვე დაუკავშირდა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, საჯარო სკოლების, რესურსცენტრების წარმომადგენლებს, აქციაში უკვე ჩაერთო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რესურს ცენტრი, საჯარო სკოლები და კავაკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი.
დემოკრატ მესხთა კავშირი დიდ მადლობას უხდის აქციაში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას, უწყებას და იმ ადამიანებს ვინც უანგაროდ ჩაერთო მასში.
აქცია გაგრძელდება 3 აპრილამდე, დაინტერესებულ პირებს, ვინც ვერ ახერხებთ მაკულატურის თქვენი ძალებით ჩაბარებას თბილისში მოგვმართეთ ჩვენს ოფისში, მისამართზე: ახალციხე, რუსთაველის 26.
აქციის ფარგლებში გადაცვლილი ახალი წიგნები გადაეცემა სხვა და სხვა საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: httpa//www.makuliteratura.ge/?lang=ka-GE%3A%3A%3Ahttp%3A%2F%2Fwww.makuliteratura.ge%2F%3Flang%3Dka-GE
იჩქარეთ ♥
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2015