100 რჩეული წიგნი - 1 ტონა მაკულატურის სანაცვლოდ

03 აგვ/2015

3021

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი აქტიურად ჩაერთო ”პალიტრა მედიის” პროექტ ”მაკულიტერატურა”-ში და ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთის მაშტაბით მაკულატურის შეგროვებას. სულ პროექტის ფარგლებში თბილისში გაიგზავნა 1 ტონაზე მეტი მაკულატურა, სანაცვლოდ კი ჩამოვიტანეთ 100-ზე მეტი, სხვა და სხვა დასახელების, შინაარსის წიგნები.
აქციის ფარგლებში მიღებულ წიგნები გადაეცემა ქალაქ ახალციხეში მდებარე მე-7 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში არსებულ შშმპ სარეაბილიტაციო ცენტრის ლათინურ-კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ, კამილიელთა ფილიალ "ერთობა"-ს.
დემოკრატ მესხთა კავშირი აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის: ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბატონ გიორი გოგოლაძეს, ასევე: ბორჯომის N 1, 2 და მე-6 საჯარო სკოლას, კორტანეთის და დაბა წაღვერის საჯარო სკოლებს,
კავაკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წაერმომადგენელს თამარ კაპანაძეს,
საინფორმაციო მხარდაჭერისათვის, რეგიონალურ საინფორაციო ინტერნეტ გაზეთ სამხრეთის კარიბჭეს.
ა/ო ტოლერანტის ხელმძღვანელს ქალბატონ ცირა მესხიშვილს,
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს,
ბატონ თემურ ათუნაშვილს.
განსაკუთრებული მადლობა დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს, მათ ვინც თუნდაც ერთი წიგნით მაინც შემოუერთდნენ აღნიშნულ აქციას.
გამორჩეულად აქციაში მონაწილეობისათვის ჩვენი მადლობა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს: გიორგი ლაბარტყავას და თემურ ოქრომელიძეს.

თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით დასახული მიზნის მიღწევა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:https://www.facebook.com/media/set/?set=a.1016974044999259.1073742206.209898112373527&type=1

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2015