იურისტების შეხვედრა სოფელ არალის და უდის მოსახლეობასთან
ახალციხის, მობილური საკონსულტაციო ცენტრის იურისტები, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის და უდეს ესტუმრნენ და მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
მობილური საკონსულტაციო ცენტრები ქალაქ ახალციხესა და ახალქალაქში, პროექტ "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში შეიქმნა.
მთელი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის (ახალციხე,ახალქალაქი,ნინოწმინდა,ბორჯომი,ასპინძა და ადიგენი) მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, ისარგებლოს კვალიფიციური იურისტების, უფასო მომსახურებით, ასევე მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ამომწურავი ინფომრაცია, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო ორგანოების (ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა) უფლება-მოვალეობების შესახებ, რომ შეძლონ, სწორად განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევებზე (უფლებების დარღვევაზე) პასუხისმგებელი უწყება, მოახერხონ საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვა.
პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი, ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ( National Endowment for Democracy ) ფინანსური მხარდაჭერით.
#ned #udm #dmk #akhaltsikhe #akhalkalaki #ngo #free#Lawyer #Consultation #დმკ #ახალციხე #ახალქლაქი#იურისტი #უფასო #კონსულტაცია
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2015