უფასო იურიდიული კონსულტაცია სოფელი ენთელის მოსახლეობას

12 აგვ/2015

3612

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის #იურისტები, პროექტ  "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში, ადგიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელის მოსახლეობას შეხვდნენ.

მობილური საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ თემში, ქალაქში, სოფელში მიიღოს კომპეტენტური იურიდიული კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს #უფასო იურიდიული მომსახურებით. 

პროექტი ხორციელდება  "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის", NED ( National Endowment for Democracy ) -ის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ახალციხესა და ახალქალაქში ჩამოყალიბდა ორი მობილური საკონსულტაცია ცენტრი, რომლებიც ემსახურებიან, ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

#იურიდიული მომსახურების პარალელურად მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი, #უფლება-მოვალეობების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 790 24 24 95 ან 0365 22 12 23

ან მოგვწერეთ ჩვენს facebook გვერდზე: www.facebook.com/UDMGeorgia

მისამართი ახალციხე, რუსთაველის 26

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2015