მობილური საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში
დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტები, პროექტ "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების: დვირი, ტაძრისი და ქვაბისხევის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზეს.პროექტის განხორციელება 2015 წლის 1 ივლისიდან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის ორ ქალაქში (ახალციხე,ახალქალაქი) შეიქმნა უფასო საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის (ახალციხე,ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი) მოსახლეობას სთავაზობენ საკუთარი თემიდან, ქალაქიდან, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზევე ისარგებლონ იურისტის დახმარებით და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, საკითხის აქტუალურიბიდან გამომდინარე კი ისარგებლონ ადვოკატის უფასო მომსხურებით. პროექტი ხორციელდება "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის", NED (National Endowment for Democracy)-ის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ახალციხესა და ახალქალაქში ჩამოყალიბდა ორი მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომლებიც ემსახურებიან, ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
#ned #udm #dmk #akhaltsikhe #akhalkalaki #ngo#free #Consultation #დმკ #ახალციხე#ახალქლაქი#იურისტი #უფასო #კონსულტაცია