ადვოკატირების კამპანია ახალციხეში

15 სექ/2015

3307

პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, ქალაქ ახალციხის 4 უბანში სასმელი წყლის ხარისხი შემოწმდა, ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად რუსთაველის ქუჩაზე პერმანგანატული ჟანგვადობის, ხოლო კოსტავაზე ამიაკის დიდი დოზა აღმოჩნდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასმელი წყლის ვარგისიანობას.
11 სექტემბერს, ჩატარებულ #პრეს_კონფერენციაზე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები ახალგაზრდებმა, თანატოლებს და #მედიის წარმომადგენლებს გააცვნეს.
პრეს კონფერენციის დასრულების შემდეგ, კი ქალაქ ახალციხეში გავიდნენ და მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.
ლაბორატორიული კვლევა, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის (სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციას, სეა) მეშვეობით ჩატარდა, აღებული სინჯები კი ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სასმელი წყლის მიმწოდებელი ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია საზოგადოების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყლის მიწოდება უზრუნველყოს. წყლის დაბინძურების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსახლეობას. 
ადვოკატირების #კამპანიაში ჩართული ოცამდე ახალგაზრდა, სასმელი წყლის ხარისხსა და ვარგისიანობას პერიოდულად გაუწევს #მონიტორინგს. მიღებულ ინფორმაციას მიაწვდის #მოსახლეობას და აქტიურ#მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას თავად ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში.
- სასმელი წყლის ხარისხის შესამოწმებლად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისერვის ცენტრს, ტელ: 0 365 22 01 21 
- თუ ეჭვი გაქვთ, რომ წყალი დაბინძურებულია, ან სხვა მიზეზის გამო გამოუსადეგარია სასმელად, შესამოწმებლად შეგიძლიათ, ასევე მიმართოთ: ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს (სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციას, სეა), 
ტელ: 551 555 267

#UNAG #udm #ngo #akhaltsikhe #Georgia #dmk #ახალციხე#დმკ #ადვოკატირება #საქართველო #სამოქალაქო 

UN Association of Georgia - UNAG
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2015