შეხვედრა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან
21 ოქტომბერს, დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმარველოს უფროსი პოლიციის პოლკოვნიკის კობა კობახიძეს და ამავე სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორის, პოლიციის მაიორ გურამ გიკაშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება.
საჯარო ლექცია კითხვა პასუხის რეჟიმში, მონაწილეთა აქტიური მონაწილეობით წარიმართა.
ღონისძიება დაიგეგმა პროექტ "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია #UNAG, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი #სამცხე-#ჯავახეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.