ერთი ფოტოს ისტორია დასრულდა
პროექტ "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, გამოცხადებული ფოტო კონკურსი დასრულებულია, 10 ნოემბერს დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში, გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ფოტო კონკურსის ერთი გამარჯვებული, ანზორი დარბაიძე - ჩვენი გვერდის აქტიურმა მომხმარებლებმა, მოწონებების საშუალებით გამოავლინეს, ხოლო ორი: არმინე მანველიან და ალექსანდრე ბერიძე კომპეტენტური ჟიურის წევრების მიერ იქნა შერჩეული.
წარმატებული ფოტოს ავტორებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისგან და #UDM-გან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia - UNAG, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.