ადვოკატირების კამპანია ახალციხეში

26 იან/2016

3502

პროექტ "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში დაწყებული #ადვოკატირების კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა სასმელი #წყლის #ხარისხისშემოწმებას და მიღებული შედეგების გასაჯაროვებას, წარმატებით დასრულდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის#სამცხე-ჯავახეთის ფილიალმა, ასევე ქალაქ ახალციხის სერვის ცენტრმა გაითვალისწინა დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ წარდგენილი ინიციატივა და საკუთარ ოფისებში საინფორმაციო დაფები განათავსა, რომელზეც, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღიურად გაეცნონ სასმელი წყლის ხარისხს.
ადვოკატირების კამპანია 2015 წლის 28 აგვისტოს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივით, დამოუკიდებლად სცადეს მოეპოვებინათ საჯარო ინფორმაცია, ქალაქ #ახალციხეში არსებული სასმელი წყლის ხარისხის შეახებ თუმცა, უშედეგოდ, რის შემდეგაც მიმართეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ არის არსად, განსაკუთრებულ ადგილზე განთავსებული და დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს მათ და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას (კომპიუტერიდან), თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 15 იანვარს მიღებული #58 დადგენილების 1 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად " სამელი წყლის მიმწოდებელი ნებისმიერი ორგანიზაცია, მიუხედავად ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, ვალდებულია აწარმოოს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული მონაცემების აღრიცხვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით", კომპიუტერში ინფორმაციის არსებობა კი არ უზრუნველყოფდა ინფორმაციის ამ სახით საჯაროობას, გარდა ამისა ახალგაზრდების მიერ, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის (სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციას, სეა) დახმარებით ქალაქ ახალციხის 4 უბანში სასმელი წყლის #ხარისხი შემოწმდა, მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი რუსთაველის ქუჩაზე პერმანგანატული ჟანგვადობის, ხოლო კოსტავაზე ამიაკის დიდი დოზა აღმოჩნდა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა სასმელი წყლის ვარგისიანობა და კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
კომპანიისგან მიღებული არასრულყოფილი პასუხის მიღების შემდეგ,
დემოკრატ მესხთა კავშირმა ასევე მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა, რეგიონალურ ფილიალს, ასევე ქალაქ ახალციხის სერვის ცენტრს, გაითვალისწინოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება და უზრუნველყოს ინფორმაციის საჯაროობა.
აღნიშნულ საკითხს დაეთმო პროექტის მონაწილეების მიერ ჩატარებული პრესკონფერენციები და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ მომზადებული ტელე სიუჟეტები და საგაზეთო სტატიები.
პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UN Association of Georgia - UNAG, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.

ფოტო მასალა