პროგრამა PITA-ს პრეზენტაცია სჯსუ-ში

26 იან/2016

3490

2015 წლის 9 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, "ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის" (#PITA) პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, პრეზენტაციის მიზანს პროგრამის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობა, მათი დაინტერესება წარმოადგენდა.
პრეზენტაციას Pita-ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი-ს წევრები ანა მურადაშვილი და გვანცა ჩინჩალაძე უძღვებოდნენ, პრეზენტაციის ბოლოს მონაწილეების შეკითხვებს, პროგრამის, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა უპასუხა.
ღონისძიება ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [#PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (#UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (#USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია: დემოკრატ მესხთა კავშირი (#UDM)