გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრა სოფელ მუგარეთში
დემოკრატ მესხთა კავშირის #იურისტები, პროექტ "უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში, სოფელი მუგარეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს მოსახლეობაში არსებული #იურიდიულიპრობლემების ადგილზე შესწავლა და მოსახლეობისთვის,#უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენა წარმოადგენდა.
გარდა იურიდიული კონსულტაციებისა, უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობა, მოქალაქეებს ორგანიზაციის ოფისში მისვლითაც შეუძლიათ, მისამართებზე: ახალციხე, რუსთაველის 26 და ახალქალაქი ტერიანის 25.
პროექტი სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში ხორციელდება #ფონდ "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ( #National Endowment for #Democracy) ფინანსური მხარდაჭერით.