⦿ დასახლების საერთო კრება

06 მაი/2016

3194

➡ პროექტ "თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა" ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელი დიდი და პატარა პამაჯის, ყულალისის, ორალის, ჭვინთის, ელიაწმინდის, ანის, ბოგის, ტატანისის და სვირის მოსახლეობას შეხვდნენ.
➡ #UDM-ის წარმომადგენელი მოსახლეობას საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლისს 22 ივლისს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესული ცვლილებების შესახებ ესაუბრა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმებს გულისხმობს, ამ შემთხვევაში აქცენტი დასახლებათა საერთო კრებებზე გაკეთდა. 

》》》     Civil Development Agency (CiDA)
》》》   დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

 ©️ 2016