➲ ტუბერკულიოზის მსოფლიო დღე

12 მაი/2016

3549

➡ პროგრამა #PITA-ს მონაწილეობით, ახალციხეში 24 მარტი, ტუბერკულიოზის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში, ცენტრის წევრებს ექიმი თერაპევტი კონსტანტინე დგებუაძე შეხვდა და აღნიშნული დაავადების, მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ესაუბრა, შეხვედრის ბოლოს კი მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
➡ ღონისძიების დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ცენტრალურ პარკში, საინფორმაციო აქცია მოეწყეს და მოსახლეობას, სპეციალურად ამ დღისთვის შედგენილი საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
┇ღონისძიება ჩატარდა "ტუბერკულოზის პრევენციის პროექტთან" თანამშრომლობით, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (#UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (#USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.

 

➠  Photo Gallery

❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM 

 

❖ ©️ 2016