➲ 500 ნერგი, აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ხეების სანაცვლოდ

27 ივნ/2016

3364

➤ PITA ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის, World Vision Georgia-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის სასკოლო კლუბის წევრების ინიციატივით და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში, სოფელი დაბის ტერიტორიაზე, იქ სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურდა (გადაიწვა) ტყის მასივის მნიშვნელოვანი ნაწილი, 500 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო.
➤ გამწვანების აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულები წაღვერის ეკო კლუბის, სხვადასხვა ბიზნეს და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.
┇ ღონისძიება დაიგეგმა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი.
❖ ახალგაზრდული ცენტრის წევრები სისტემატურად ზრუნავენ რეგიონში არსებული გარემოზე, ეკოლოგიაზე, სწორედ ამ მიზნით 2016 წლის 24 აპრილს მოეწყო დასუფთავების აქცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ქვაბისხევის მონაკვეთზე
➠ დეტალებისთვის იხილეთ ლინკი: www.facebook.com/media/set/?set=a.1257383994291595.1073742343.209898112373527&type=3
》რაც შეეხება გამწვანების აქციას ის ჯერ კიდევ 2015 წლის 24 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გამართულ, სამცხე-ჯავახეთის, პირველ, ახალგაზრდულ ფორუმზე დაიგეგმა, რომელშიც სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. 》 სამინისტროს წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, "გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის" საკითხებზე, ახალგაზრდების მიერ წარდგენილ პროექტს.
➣ ახალგაზრდული ფორუმის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: httpsa//www.facebook.com/media/set/?set=a.1051971301499533.1073742216.209898112373527&type=3


➲ UN Association of Georgia - UNAG
➲ USAID/Georgia
➲ Pita-ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
➲ სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
➲ World Vision Georgia
➲ Samtskhe-Javakheti Area Development Program
➲ გარემოს დაცვის სამინისტრო
❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM
❖ ©️ 2016