GDI და UDM, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და 120-ე მუხლის მეათე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

09 ივლ/2016

3857

საქართველოს დემოკრტაიულმა ინიცივატივამ (GDI),„დემოკრატ მესხთა კავშირთან“ (UDM) პარტნიორობით,საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და 120-ე მუხლის მეათე ნაწილის არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის თაობაზე სარჩელით მიმართა.

❖საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას მიმართოს სასამართლოს კომპიუტერულ სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებიდან სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფრომაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. შესაბამისად, დაცვის მხარე, ასეთი მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობას სრულად მოკლებულია.

❖რაც შეეხება 120-ე მუხლის მე-10 ნაწილს, აღნიშნულ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბრალდების მხარე სარგებლობს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი სხვა დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლებით.

❖მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, 136-ე მუხლის პირველი ნაწილი არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ ნაწილს - სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს. ხოლო 120-ე მუხლის მეათე ნაწილი, ასევე, ეწინააღმდეგება პირის თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.

❖აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელით GDI, UDM-თანპარტნიორობით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს და იცავსსაქართველოს მოქალაქე, ტიტიკო ჩორგოლიანის, ინტერესებს. 2015 წლის 30 სექტემბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების უფროსმა, თამარ ობოლაშვილმა, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ (ამ დროისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამართლებულ) ჩორგოლიანის ადვოკატს, დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტს, წერილობით აცნობა, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებდა მის შუამდგომლობაზე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოფაილების გამოთხოვის თაობაზე განჩინების გამოცემის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარეს ასეთი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა. 

 წყარო: http://www.gdi.ge/

❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM
❖ ©️ 2016