➲ გაცვლითი პროგრამა ზუგდიდში

30 ნოე/2016

3246

პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში, ფარგლებში, ასოციაცია ათინათის მიწვევით, დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდები, სამი დღით ქალაქ ზუგდიდს ესტუმრნენ.

პირველ დღეს, მონაწილეებს, შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ, ასოციაცია ათინათის, ასევე რადიო ათინათის საქმიანობას, ასევე პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ განხორციელებულ აქტივობებს, დღის ბოლოს კი სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები, მასპინძლებთან ერთად, ზუგდიდში მცხოვრებ დათო უზარაშვილის მარანს ესტუმრნენ სადაც შესაძლებლობა ქონდათ, დაეგემოვნებინათ, მასპინძლების მიერ მომზადებული, სამეგრელოსთვის დამახასიათებელი კერძები.

მეორე დღეს, პროეექტის კოორდინატორი და მონაწილე რადიო ათინათის დილის გადაცემას ესტუმრნენ და მსმენელებს, პროექტის, სამცხე-ჯავახეთის შესახებ ესაუბრნენ.
რადიო ეთერის შემდეგ, გაცვლით პროგრამაში მონაწილეები, ზუგდიდელ თანატოლებთან ერთად, დადიანების სასახლე, ენგურ ჰესი, ენგურის ხიდი, მარტვილის კანიონი და სალხინო მოინახულეს.
გაცვლითი პროგრამა სამეგრელოში მოღვაწე ხელოვანის, რობერტ აბსანძეს, სახელოსნოს და მისი შემოქმედების გაცნობით, ასევე ზუგდიდის ბოტანიკურ პარკში ვიზიტით დასრულდა.

┇პროექტს, სამცხე-ჯავახეთში და სამეგრელოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან: დემოკრატ მესხთა კავშირი და ასოციაცია ათინათი, ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით.

დემოკრატ მესხთა კავშირი ©️ 2016