➲ დებატების ადგილი/პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

30 ნოე/2016

3183

15 ნოემბერს დემოკრატ მესხთა კავშირში, მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის "დებატების ადგილი"-ს მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. პროექტის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, სამახსოვრო საჩუქრებით და სერტიფიკატებით დებატებში ჩართული თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრის, თორნიკე ზაზაძეს, მიერ განხორციელებული პროექტი 4 ნოემბერს დაიწყო, პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დებატების ტექნიკების შესახებ, 12 ნოემბერს კი, მონაწილეებს შორის, აქტუალურ საკითხების ირგვლივ ცხარე დებატები გაიმართა. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.facebook.com/pg/UDMGeorgia/photos/?tab=album&album_id=1434213219942004 პროექტი დაფინანსდა, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი.

❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

❖ ©️ 2016