შეხვედრა ახალციხის საკრებულოს დეპუტატთან
პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში კოორდინატორი და მასში ჩართული ახალგაზრდები 7 დეკემბერს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ჯიმშერ გოგოლაურს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ქალაქში მოძრავ საქალაქო ტრანსპორტში არსებული მდგომარეობის გაცნობა და აღნიშნული ვითარების გამოსწორების მიზნით, იურისტების დახმარებით შედგენილი დადგენილების პროექტის გაცნობა წარმოადგენდა. ჯიმშერ გოგოლაური მიესალმა ახალგაზრდების ინიციატივას და პირობა მისცა მათ, რომ აღნიშნულ დადგენილების პროექტს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გაიტანს და ხელს შეუწყობს საკითხის ირგვლის საკრებულოში განხილვების დაწყებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი თხოვნით, პროექტის მონაწილეები, ჯერ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მიქელაძეს (ლინკი: https://www.facebook.com/pg/UDMGeorgia/photos/?tab=album&album_id=1321445721218755 ) ხოლო შემდეგ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილს შეხვდნენ (https://www.facebook.com/pg/UDMGeorgia/photos/?tab=album&album_id=1323699954326665 ) თუმცა შედეგი არცეთ შეხვედრას არ მოყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების დეპუტატისგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ახალგაზრდებს საკითხის შესწავლას და მის ინიცირებას დაპირდა უახლოეს საკრებულოს სხდომაზე. ➡ პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ფორუმ სიდ/სიდა-ს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში დემოკრატ მესხთა კავშირი.