სახალხო დმცველის საკონტაქტო პირის შეხვედრა UDM-ში
დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით, 14 დეკემბერს, პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში, მონაწილეები, ახალციხეში საქართველოს სახალხო დამცველის საკონტაქტო პირს, გულო კოხოძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს, პროექტის მონაწილეებისთვის სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაცნობა, ადამიანის უფლებების დაცვის, ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული თანასწორობის კუთხით, ინფორმირებულობა წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში, მონაწილეთა აქტიურობით მიმდინარეობდა. პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG, შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ფორუმ სიდ/სიდა-ს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში დემოკრატ მესხთა კავშირი.