ახალქალაქი/საკანონმდებლო ინიციატივები და პრობლემების განხილვა
პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ინიციატივით, მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო სექტორის წინაშე, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, გარდა ამისა დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენლებმა, მათ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) მიერ მომზადებული "გრანტების შესახებ საქართველოს კანონში" შესატანი ცვლილებები გააცვნეს.
პროექტი ხორციელდება Konrad-Adenauer-Stiftung (KAS) მიერ Civil Society Institute (სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI)). კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC , საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირი შეირჩა.
Civil Society Sustainability Initiative - Georgia
დემოკრატ მესხთა კავშირი/Union of Democrat Meskhs,UDM
© 2⃣0⃣1⃣8⃣