ახალქალაქი/დროის ბანკის პრეზენტაცია

30 მარ/2018

2919

პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ-ორგანიზაციის დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელმა, შეხვედრა გამართა, ახალქალაქში მოქედ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და PITA ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან და მათ, ახალი ინოვაციური იდეის, დროის ბანკის შესახებ ესაუბრა.

საერთაშორისო ვებგვერდი Timerepublik.com „დროის ბანკის“ პრინციპით მუშაობს. ეს არის ორმხრივი მოხალისეობრივი პლატფორმა, სადაც აბანდებ შენს უნარებს, საჭიროების შემთხვევაში, გასცემ შესაბამის მომხახურეობას და იღებ დროის კრედიტებს, TimeCoin-ების სახით, რომელიც, შემდეგ, შეგიძლია უკვე სხვა მოხალისეს გადაუხადო, შენთვის საჭირო საქმის შესრულებისას.

ვრცლად დროის ბანკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:  https://www.marketer.ge/timecoin-ge-time-bank/

პროექტი ხორციელდება Konrad-Adenauer-Stiftung (KAS) მიერ Civil Society Institute (სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI)). კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი-CTC, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობით. 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირი შეირჩა.