⏭ რეგიონული ჰაბების სამუშაო შეხვედრა თბილისში

18 აპრ/2018

3102

⏭ დემოკრატ მესხთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ანდღულაძემ და ფინანსურმა მენეჯერმა ქეთევან ბარამიძემ, მონაწილეობა მიიღეს, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა"-ს ფარგლებში, კონსორციუმის მიერ, ქალაქ თბილისში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოქმედი ჰაბ-ორგანიზაციებისთვის, გამართულ მორიგ სამუშაო შეხვადრაში

⏭ შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და რეგიონის მაგალითზე, პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს, კონსორციუმის და პარტნიორ ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა, ერთად, იმსჯელეს მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების ეფექტურად მოგვარების საკითხებზე; 

 

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
 

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

თბილისი


© 2⃣0⃣1⃣8⃣