ორატორი - დასკვნითი ღონისძიება. Public “SPEAKER”
დემოკრატ მესხთა კავშირის, საკონფერენციო დარბაზში Public “SPEAKER” -ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, ჟიურის, აუდიტორიის წინაშე,თავისუფალი თემებით, "ორატორი"-ს მონაწილები წარდგნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, ნაცვლად 2 გამარჯვებულისა გამოვლინდა,სამი.
პირველი ადგილი და Public “SPEAKER” - ის გამარჯვებული, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ავთანდილ ლომიძე გახდა, თემით: "საქართველოს უმწეო შვილები"
მეორე ადგილი დაიკავა I საჯარო სკოლის მოსწავლემ: ალექსი იოანიძემ, თემით: "აიკრძალოს ძლიერი მედიკამენტების გაცემა არასრულწლოვნებზე".
მესამე ადგილი, ჟიურის გადაწყვეტილებით დაიკავა V საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გორელიშვილმა, თემით: "გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას".
ღონისძიება ჩატარდა, პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.