საქართველოს ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულება

31 ივლ/2014

3480

საქართველოს სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საქართველოს ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.
შეხვედრას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თამარ კოვზირიძე უძღვებოდნენ. 
GISS - The Georgian Institute for Strategic Studies
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014