გოგონათა საერთაშორისო დღე ახალციხეში
საქართველოს გაეროს ასოციაციის ( UN Association of Georgia ) ინიციატივით, საქართველოში 11 ოქტომბერი "გოგონათა საერთაშორისო დღე" აღინიშნა.
გოგონათა საერთაშორისო დღე პირველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2012 წელს აღინიშნა. ღონისძიება ბავშვთა ქორწინებას მიეძღვნა, სადაც ორგანიზატორებმა ბავშვთა ქორწინებების აღმოფხვრის ვალდებულება 2030 წლისათვის აიღეს.
ღონისძიება დაიგეგმა, პროექტ "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებას საქართველოში" ფარგლებში, რომელსახ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს განვითარების სააგენტოს ( USAID/Georgia ) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოსახლეობაში, მისალოცი ბარათები დაარიგეს, მანამდე კი ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად აღნიშნულ დღეს მიეძღვნა.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი * Youth Civic Activism Network
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM © 2014